ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს - საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარი პარტნიორი „საქართველოს ბანკია“

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ „საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით თბილისის სპორტის სასახლეში, 26 და 28 აგვისტოს თამაშების ღია ჩვენება გაიმართება.

როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, დასწრება თავისუფალი იქნება.

მათივე ცნობით, გულშემატკივრებს ადგილზე დაგხვდებათ ბევრი აქტივობა, შეთავაზება და სამახსოვრო საჩუქრები.

„საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ქვეყნისთვის ისტორიული მსოფლიო თასისთვის ემზადება. 2023 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ჩემპიონატის მასპინძელი ერთდროულად სამი ქვეყანა- ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნება. ჩემპიონატში მონაწილე 32 რჩეული ნაკრები რვა 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდა, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ასპარეზობს.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ამ მოვლენის მნიშვნელობასა და წინასწარ მოლოდინებს.

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები პირველ თამაშს 26 აგვისტოს, 12:00 საათზე გამართავს და კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება, შემდეგი თამაში 28 აგვისტოს, 15:30 საათზე, სლოვენიასთან ჩატარდება; 30 აგვისტოს, 12:00 საათზე კი ეროვნული ნაკრები ვენესუელას დაუპირისპირდება.

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების პირველობისთვის 12 კალათბურთელი იბრძოლებს. შემადგენლობა ასე გამოიყურება:

  • თორნიკე შენგელია;
  • გიორგი შერმადინი;
  • გიორგი ცინცაძე;
  • რატი ანდრონიკაშვილი;
  • დუდა სანაძე;
  • გოგა ბითაძე;
  • მიხეილ ბერიშვილი;
  • სანდრო მამუკელაშვილი;
  • კახაბერ ჯინჭარაძე;
  • ლუკა ლიკლიკაძე;
  • გიორგი ტურძილაძე;
  • თად მაკფადენი.

იმისთვის რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს და ეს ისტორიული დღე კიდევ უფრო დაუვიწყარი გავხადოთ, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, თბილისის სპორტის სასახლეში, 26 და 28 აგვისტოს თამაშების ღია ჩვენება გაიმართება. დასწრება თავისუფალია. გულშემატკივრებს ადგილზე დაგხვდებათ ბევრი აქტივობა, შეთავაზება და სამახსოვრო საჩუქრები.“,- ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო