სახელმწიფო რწმუნებული - სტიქიისას გარდაცვლილი 31 ადამიანიდან 28 იდენტიფიცირებულია - სამძებრო სამუშაოები გრძელდება როგორც შოვში, ისე მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებსა და გუმათჰესის ტერიტორიაზე

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონიდან ამოსვენებული 31 მოქალაქიდან 28 იდენტიფიცირებულია, 3 გარდაცვლილთან დაკავშირებით კი პასუხს ელოდებიან.

როგორც მან აღნიშნა, პრევენციის მიზნით გლოლის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახის აუზის შენაკადებში კალაპოტის წმენდა მიმდინარეობს.

„გუშინ სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მხრიდან ამოყვანილი იქნა 2 გარდაცვლის ცხედარი, რომელიც გადაყვანილია ექსპერტიზაზე, იდენტიფიცირების მიზნით. ამ დროისთვის, 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც 28 არის იდენტიფიცირებული და ველოდებით 3 გარდაცვლილი მოქალაქის იდენტიფიცირების პასუხებს.სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც სტიქიის ეპიცენტრში - კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში, ამასთან, გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე. პრევენციის მიზნით გლოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მდინარე ჭანჭახის აუზის შენაკადებში კალაპოტის წმენდა, აღდგენილია წყალმომარაგების სისტემა სოფელ გლოლაში“, - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს