ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული „ზაფხულის ლიდერთა სკოლის“ პირველი ნაკადი ბანაკში გაემგზავრა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული „ზაფხულის ლიდერთა სკოლის“ პირველი ნაკადი ბანაკში გაემგზავრა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ლიდერთა სკოლის“ მონაწილეები ბაკურიანში ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ბექა ქებულაძემ გააცილეს.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ „ლიდერთა სკოლის“ მიზანია შექმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას, მათი შესაძლებლობების და ლიდერობის პოტენციალის შესაბამისად.

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, ქუთაისის მერია ახალგაზრდებს მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა პროექტს, მათი განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის.

„ერთ-ერთი ასეთი პროექტია „ლიდერთა სკოლა“, რომელსაც წელიწადში ორჯერ ვაწყობთ. ამ ბანაკების მუშაობაში მონაწილეობენ ჩვენი ქალაქის საუკეთესო ახალგაზრდები.

დღეს ბაკურიანში გავაცილეთ ბანაკის მონაწილეთა პირველი ნაკადი. „ლიდერთა სკოლაში“ მათ ჩაუტარდებათ ტრენინგები პროფესიული ორიენტაციის, ბიზნეს -გეგმის შემუშავების, სოციალური მეწარმეობის, ციფრული მარკეტინგის და პიროვნული განვითარების მიმართულებით.

საინტერესო და მრავალფეროვან დღეებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდებს!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო