თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებს განიხილავენ

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებს განიხილავენ, რომელთაგან ხუთს ოპოზიცია ეწინააღმდეგება. პროექტებს შორისაა "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა, ალექსიძის ქუჩაზე, King David-ის მიმდებარედ 40-სართულიანი შენობის პროექტი, ჭავჭავაძის გამზირზე მულტიფუნქციური სასტუმრო-ცათამბჯენის და დიდ დიღომში, ახალი უბნის მშენებლობის საკითხი.

ამის გამო 24 აგვისტოს ურბანული კომისიის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა. ოპოზიციამ სხდომაზე სპეციალისტებიც მიიწვია.

ამასთან, პარტია ”საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს წევრები მიმართავენ საქართველოს პროკურატურას, თბილისში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს და დაადგინოს, იკვეთება თუ არა პოლიტიკური კორუფცია “ქართული ოცნების” დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან.

ოპოზიციის არგუმენტებს არ იზიარებენ საკრებულოს “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ

არც მერია და არც საკრებულო არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისი არ იქნება საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებთან, განსაკუთრებით კი, ეს ეხება უსაფრთხოებას.

ამასთან, სხდომის დაწყებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ განმარტებები მოსთხოვა საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს, თუ რატომ არ უშვებენ საკრებულოში იმ მოქალაქეებს, რომლებზეც საშვებია დაშვებული იმ მიზნით, რომ სხდომის განხილვას დაესწრონ.

გარდა ამისა, „ლელოს” და „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა გაშალეს პლაკატები წარწერით, „დაუშვით მოქალაქეები სხდომაზე“.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ოპოზიციის წევრებს განუმარტა, რომ გუშინ, როდესაც თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით კომისიის სხდომა მიმდინარეობდა დამსწრეთა ნაწილმა საკუთარი პოზიცია კონსტრუქციულად გამოთქვა, თუმცა ამავე დროს იყვნენ ადამიანები, რომლებმაც უცენზურო სიტყვებით გამოხატეს პოზიცია. შესაბამისად, ტყემალაძის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც დღეს საკრებულოს შენობაში შესვლას აპირებენ, მათი ქმედება შოუს დადგმის მცდელობას ემსახურება.

ჯერჯერობით ოპოზიციის მოთხოვნა, ამ მხრივ, არ დაკმაყოფილდა და დამსწრე პირები საკრებულოში არ შეუშვეს.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რაჭაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა და უკრაინაში, ომში გარდაცვლილი კიდევ ერთი ქართველი გმირის ხსოვნას.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო