სოფელ ვაკიჯვარში ურემი-ბიბლიოთეკა გაიხსნება

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში ურემ-ბიბლიოთეკას გახსნის.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

„ძალიან მალე, გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში ურემ-ბიბლიოთეკას გავხსნით შესანიშნავ ადამიანებთან ერთად. მიშა არობელიძე და მისი იაპონელი მეუღლე, ჩიკა ოგი სწორედ ამ სოფელში დასახლდნენ და ფანტასტიკური სივრცე „Chamo • ჩამო“ მოაწყვეს, რომლის მეგობარიც დღეიდან საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა გახდა. ურემ-ბიბლიოთეკის გარდა, აქ პერიოდულ ლექციათა სერიებსაც გავმართავთ”, - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, მოძრაობის მხარდამჭერები არიან Arveladze Foundation - ფონდი არველაძე Gulf Georgia

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო