თბილისის საკრებულოს სხდომა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის ნიშნად დატოვა

თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც დედაქალაქში დაგეგმილი სამშენებლო პროექტების მიზნობრიობა განიხილება, “ნაციონალურმა მოძრაობამ” პროტესტის ნიშნად დატოვა.

სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ ის სამშენებლო პროექტები, რომლის გაშენებაც იგეგმება, დედაქალაქისთვის ზიანის მომტანია, ხოლო იმის ნაცვლად, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რეალურად იზრუნოს თბილისელების პრობლემებზე, ზრუნავს “ქართული ოცნების” დეპუტატების, მათ შორის ნინო წილოსანის პრობლემის მოგვარებაზე.

“აზრი არ აქვს საკრებულოს სხდომების განხილვას. მინდა მაყურებელს, საზოგადოებას მივმართო, მთავრდება ზაფხული და ვხედავთ, როგორი სიტუაციაა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, პარკირებასთან და საცობებთან მიმართებაში. ყოველდღიურ პრობლემას ვაწყდებით და იმის ნაცვლად, რომ ეს პრობლემები გამოსწორდეს, სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება თბილისში. ალბათ, გიჩნდებათ კითხვა, რატომ ხდება ასე - პასუხი არის ასეთი, კახა კალაძე თქვენი პრობლემის მოგვარების ნაცვლად აგვარებს ნინო წილოსანის პრობლემას, აგვარებს მთავარი პროპაგანდისტის რუხაძის პრობლემას, აგვარებს “ქართული ოცნების” გოჩა ენუქიძის პრობლემას ურბანული გენოციდის ფონზე. კალაძე თქვენი საკითხების მოგვარების ნაცვლად აგვარებს ირაკლი ღარიბაშვილის ნათელ-მირონის პრობლემას, რომ მილიონები იშოვოს. აგვარებს რუსი ოლიგარქის პრობლემას”,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რის შემდეგაც სხდომა თანაგუნდელებთან ერთად დატოვა.

ნადირაძის ამ განცხადებას “ქართული ოცნების” მხრიდან ირონია და ტაში მოჰყვა.

“ხუთიანი, ხუთიანი! კეზერა მოგვიკითხე!”- მიმართეს ნადირაძეს “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრებმა.

“არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც არ უნდა მშვიდობა”,-განაცხადა „ქართული ოცნების” წევრმა ზურაბ აბაშიძემ.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ირაკლი ნადირაძის აღნიშნულ განცხადებას დემაგოგია უწოდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო