პარტია „ხალხისთვის“ მდივანი - სახალხო დამცველმა უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა საპენსიო დანაზოგებთან დაკავშირებით

პარტია „ხალხისთვის“ მდივანი, ირაკლი ბუცინაშვილი სახალხო დამცველს წერილობით მიმართავს.

როგორც ბუცინაშვილი აღნიშნავს, მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი საპენსიო დანაზოგების მართვასთან დაკავშირებით. ნაკლები საინფორმაციო კამპანიებისა და ცნობადობის ამაღლების გამო, მოქალაქეთა უმეტესობას კი არ აქვს დეტალური ინფორმაცია 6 აგვისტოდან განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

„მოქალაქეთა უმრავლესობისთვის ასაკიდან გამომდინარე ტექნიკურ საშუალებებთან კომუნიკაცია გართულებულია, ამასთან შესამჩნევია ადგილზე საპენსიო სააგენტოში არსებული რიგები, რაც ზღუდავს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, მივმართეთ სახალხო დამცველს მოქალაქეების სახელით, რომლის ვალდებულებაა ადამიანების უფლებების დაცვა, ამ შემთხვევაში მოქალაქეთა ინფორმაციის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა მათი საპენსიო დანაზოგების გამჭვირვალე და სამართლიანი განკარგვისთვის. ამასთანავე, მოვითხოვეთ დღის წესრიგში სახალხო დამცველმა დააყენოს ეფექტური ცხელი ხაზის ამუშავების საკითხი და ვადის გახანგრძლივება იმისთვის, რომ საპენსიო დანაზოგის მქონე ყველა მოქალაქემ მიიღოს სიღრმისეული ინფორმაცია მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით“, - აცხადებს ირაკლი ბუცინაშვილი, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო