ირაკლი ხელაძე - ნაძალადევის რაიონში დაგეგმილი მულტიფუნქციური პროექტის განხორციელება საზოგადოების სრული მხარდაჭერით მოხდება

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე ოპოზიციონერი კოლეგების კომენტარებს გამოეხმაურა და ნაძალადევის რაიონში დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება. მათ შორის, ნაძალადევის რაიონში დაგეგმილი მულტიფუნქციური პროექტის განხორციელებაა, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან არაერთი უარყოფითი გამოხმაურება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა მოყვა.

„მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, რომ საუბარია ყოფილ ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად ბეტონის და ლითონის კონსტრუქციების გროვაა და რომლის ჩანაცვლებაც იგეგმება თანამედროვე ინფრასტრუქტურით’’,- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მისივე ინფორმაციით, პროექტის თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიას ორი მეტროსადგური-ნაძალადევის მეტრო და ვაგზლის მოედანი ესაზღვრება. პროექტის დასრულების შემდეგ კი იგეგმება ორი რაიონის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა და ახალი დამაკავშირებელი გზების მოწყობა. ასევე 4 ჰექტარ ფართობზე კი დენდროლოგიური სამუშაოებია გათვალისწინებული. ირაკლი ხელაძემ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტს ოპოზიციამ ურბანული გენოციდი მხოლოდ იმიტომ უწოდა, რომ ეს ტერიტორია, ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ მმართველობამდე, პარლამენტის წევრის ნინო წილოსანის ოჯახს ეკუთვნოდა.

„ნაძალადევის რაიონში ყველაზე მოძველებული ინფრასტრუქტურაა და მოსახლეობა ეკონომიკური პროექტების განხორციელებას ითხოვს, რისთვისაც ბიზნესის ხელშეწყობაა საჭირო. წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნები წარმოდგენილ დოკუმენტაციაში იქნა გათვალისწინებული და ვფიქრობ, აღნიშნული ტერიტორიის განვითარება საზოგადოების სრული მხარდაჭერით მოხდება’’,- აღნიშნა საკრებულოს წევრმა, რომლის კომენტარსაც თბილისის საკრებულო ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო