თინათინ ნიბლოშვილი - იმისათვის, რათა ქალაქი ქაოსურად არ განვითარდეს, მას შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმები სჭირდება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი აცხადებს, რომ იმისათვის, რათა ქალაქი ქაოსურად არ განვითარდეს, მას შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმები სჭირდება. განცხადება ამის შესახებ თინათინ ნიბლოშვილმა საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, საკრებულოს ოპოზიციას ქალაქის რეალური პრობლემები არ აინტერესებს.

„ჩვენს ქალაქში არის მოთხოვნა სამშენებლო ფართებზე, რასაც აკმაყოფილებს ბიზნესი. ჩვენ შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმები გვჭირდება, რათა ყველა მშენებლობა სტანდარტების დაცვით განხორციელდეს.

როდესაც ჩვენი ოპონენტები გამოკითხვის ჩატარებაზე საუბრობენ, მაინტერესებს, რა გამოკითხვები ჩატარდა მაშინ, როდესაც პირდაპირ საზოგადოებრივ სივრცეებსა და დაწესებულებებში აშენებდით კორპუსებს?! სწორედ ამიტომ, ყველა მანკიერი პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად, რომლებიც ჩვენს ქალაქ აქვს სწორად დაგეგმილი რეგულაციები და განაშენიანების რეგულირების გეგმებია საჭირო“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც წლების განმავლობაში ასხვისებდნენ საზოგადოებრივ სივრცეებს, დღეს ითხოვენ, რომ ყველაფერი ქალაქმა გამოისყიდოს, შემდეგ კი იგივე ადამიანები სასამართლოებში დადიან, რომ როგორმე არ დაუბრუნონ დიღმის ჭალების ტერიტორია ქალაქს, რათა სწორედ იმ ტერიტორიაზე ჩადგან კორპუსები.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო