ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციას - დამთავრდა ამ ქვეყანაში დრო, როდესაც ამომრჩეველს ატყუებდით

ბევრ ტყუილს და დეზინფორმაციას ვისმენთ თქვენგან კომისიებზეც, სხდომებზეც, თქვენს მართვად მედიებშიც, დღესაც და გუშინაც. მთელი ერთი კვირაა საზოგადოებას ატყუებთ, თითქოს ჩვენ დღეს რაიმე პროექტს ვამტკიცებთ“, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს საკრებულოს სხდომაზე.

როგორც მან აღნიშნა,ოპოზიციის წარმომადგენლები მთელი ერთი კვირაა საზოგადოებას ატყუებენ და დეზინფორმაციას ავრცელებენ.

„ბევრ ტყუილს და დეზინფორმაციას ვისმენთ თქვენგან კომისიებზეც, სხდომებზეც, თქვენს მართვად მედიებშიც და დღესაც და გუშინაც. მთელი ერთი კვირაა საზოგადოებას ატყუებთ, თითქოს ჩვენ დღეს რაიმე პროექტს ვამტკიცებთ და არა განაშენიანების რეგულირების გეგმას (გრგ-ს).

სანამ თქვენ ეს ორმაგი სტანდარტები გექნებათ, მანამდე გაყოფილი გეყოლებათ ეს ქვეყანა თქვენიანებად და სხვისიანებად და მანამდე მთელი საქართველოსთვის სხვისიანები იქნებით“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ სხდომაზე.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს მხოლოდ ის გრგ-ები მოსწონთ, რომლებიც მათ პარტიებთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს ეხება.

„ლისი დეველოპმენტი მოგწონთ? ხაზარაძის გამო ჭაობად გადაქცეული ლისის ტბა მოგწონთ? სანამ მხოლოდ თქვენთან დაკავშირებული ადამიანების გრგ-ები მოგეწონებათ და არ მოგეწონებათ ისინი, ვინც ამ ქვეყანას განვითარებას მოუტანს, მანამდე სულ ასეთ მდგომარეობაში იქნებით. დამთავრდა ამ ქვეყანაში დრო, როდესაც ამომრჩეველს ატყუებდით“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო