დევნილთა სააგენტომ წელს სახლი 1 300-მდე ოჯახს შეუსყიდა

დევნილთა სააგენტომ 2023 წელს, სოფლად სახლი იძულებით გადაადგილებულ 1 300-მდე ოჯახს უკვე შეუსყიდა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დევნილებისთვის, „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება.

დევნილი ოჯახები, ახალ საცხოვრებელ ადგილას, სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანმა მოინახულეს.

„პროექტის ფარგლებში, ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე არჩევენ. სახლების, დიდ ნაწილს, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას აძლევს.

ამ ეტაპზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში, კიდევ ასობით იძულებით გადაადგილებული ოჯახის განსახლების საკითხს განიხილავს. 2025 წლის ბოლომდე, სააგენტო სოფლად სახლს, ჯამში, 6000 დევნილ ოჯახს შეუსყიდის”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო