თეა ახვლედიანმა ნიკ ბერესფორდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ ელექტრონულ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის, ნიკ ბერესფორდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ ელექტრონულ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

როგორც თეა ახვლედიანმა ჩანაწერში აღნიშნა, ნიკ ბერესფორდი, საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის რანგში განხორციელებული მხარდაჭერითა და შეტანილი წვლილით სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო.

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს გულწრფელი და ღრმა მწუხარებით გამოვხატო სამძიმარი ჩვენი კოლეგის, პატივცემული ნიკ ბერესფორდის გარდაცვალების გამო, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებდა.

ნიკ ბერესფორდის სახით ჩვენ დავკარგეთ არა მხოლოდ მაღალი პროფესიონალი და გამოცდილი დიპლომატი, არამედ შესანიშნავი ადამიანი - ერთდროულად დაჯილდოებული ნიჭითა და მოკრძალებით, სიკეთითა და განსაკუთრებული იუმორის გრძნობით.

ნიკ ბერესფორდი, საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის რანგში განხორციელებული მხარდაჭერითა და შეტანილი წვლილით სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო, როგორც მშვიდობის მშენებლობის, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის განზომილებით. მისი პირადი ძალისხმევა და აღსანიშნავი თანამშრომლობა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

მსურს გულითადი თანაგრძნობა გამოვთქვა ნიკ ბერესფორდის ოჯახის და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობის მიმართ ამ უდიდესი დანაკარგის გამო,“ - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის სამძიმრის წერილში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო