ლაშა შალამბერიძე - თხილის ფასი ხარისხთან  ერთად გაიზრდება - ამჟამად მოსახლეობა ნაადრევად ჩამოყრილ მოსავალს ყიდის

თხილის ფასი ხარისხის ზრდასთან ერთად მოიმატებს, ამჟამად ბაზარზე ნაადრევად ჩამოყრილი მოსავლის ჩაბარება ხდება, - ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ განაცხადა.

„დღევანდელი ფასები არ არის რეალურად საბოლოო, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს კრეფის პროცესი. ის, რა თხილიც მიიტანეს სარეალიზაციოდ, არის ცუდი ხარისხის, ანუ ჩამოყრილი თხილი, რომელიც ადრე ჩამოიყარა - ბუნებრივია, ის ხარისხიანი არ იქნება. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ჯერ თხილი გააშრონ და შემდეგ პირდაპირ ჩააბარონ საწარმოებში, რათა საწარმოებს ძალიან სჭირდებათ ხარისხიანი თხილი. ჩვენი მოლოდინია, რომ ამ სეზონზე თხილი იქნება რაოდენობრივად მეტი და ხარისხი იქნება მაღალი; შესაბამისად, ჩვენი ფერმერებისთვის ფასებიც მისაღები გვექნება”, -განაცხადა ლაშა შალამბერიძემ, რომლის კომენტარსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შალამბერიძის განმარტებით, თხილის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული იყო 90 ათასზე მეტი ფერმერი, რომელთაც ჰექტარზე 500 ქულა მიიღეს და შემდეგ პესტიციდებისა და სასუქებისთვის აგრო მაღაზიებში გაანაღდეს.

მისივე განცხადებით, სახელმწიფო პროგრამამ ფერმერებს შესაძლებლობა მისცა, თხილის მოვლისთვის საჭირო ყველა საშუალება უფასოდ მიეღოთ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო