იტალიის პრეზიდენტი - მიგრაციის ნაკადების შეჩერება კედლების მეშვეობით შეუძლებელია - ხმელთაშუა ზღვაში ადამიანების კონტრაბანდის გადაწყვეტისთვის, ევროკავშირში ლეგალური შესვლის საშუალებების გაფართოებაა საჭირო

იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას განცხადებით, ხმელთაშუა ზღვაში ადამიანების კონტრაბანდის გადაწყვეტისთვის, ევროკავშირში ლეგალური შესვლის საშუალებების გაფართოება არის საჭირო.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მისივე თქმით, მიგრაციის ნაკადების შეჩერება კედლების მეშვეობით შეუძლებელია.

„ჩემი აზრით, თუ ღარიბ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები ევროპაში ჩასვლის პერსპექტივებს არალეგალური გადამზიდველების მომსახურების გარეშე დაინახავენ, ისინი მზად იქნებიან დაელოდონ თავის რიგს და ამისთვის ევროკავშირის დონეზე უნდა ვიმუშაოთ“, - განაცხადა მატარელამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არალეგალების რაოდენობა, რომელიც იტალიაში ჩასვლას ცდილობს, გაორმაგდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო