სოფო ჯაფარიძე და კახა ასკურავა, მიხეილ სააკაშვილის სახელით გურიაში მოსახლეობას შეხვდნენ

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე აგრძელებს შეხვედრებს რეგიონებში მოსახლეობასთან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა დღეს ლანჩხუთში და სუფსაში გამართა. მცხოვრებლებმა სოფო ჯაფარიძემიხეილ სააკაშვილთან წერილები გაატანეს.

პარტიის ინფორმაციით, მსგავს შეხვედრებს ჯაფარიძე სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

„ჩამოვედი გურიაში, ვხვდები მოსახლეობას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან კომუნიკაცია. მიხეილ სააკაშვილისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული მათგანის აზრის, პრობლემის მოსმენა და ძალიან ბევრმა მომცა წერილი. ძალიან გახარებული ვარ იმ განწყობით, რა განწყობაც მათ აქვთ. დიახ, საქართველო ემზადება ძალიან დიდი გამარჯვებისთვის, ძალიან ბევრი ადამიანის მხრიდან არის ამისი მზაობა. ჩვენ დიდი ნახტომით მივალთ დიდ გამარჯვებამდე და ცვლილებებამდე. ერთხელ მან უკვე შეძლო ეს, ჭაობიდან ამოიყვანა ქვეყანა. მან არაფრიდან შექმნა სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუტები და ახლაც ასე იქნება. ჩვენ ძალიან მალე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ისევ შევძლებთ, რომ ქვეყანა ისევ ქვეყანას დავამსგავსოთ და ამ ადამიანების თვალებში იყოს ის სინათლის სხივი, რაც იყო მანამდე. ეს ადამიანები ჰყვებიან, რომ მათი ოჯახებიდან უმეტესობა წასულია ემიგრაციაში, ფიზიკურად ვერაფერს აკეთებდნენ საქართველოში, უამრავი პრობლემა მოვისმინე, ამ პრობლემებზე რომ ვისაუბროთ რამდენიმე საათი დაგვჭირდება, მაგრამ ყველა მათი პრობლემა წერილობით შევა მიხეილ სააკაშვილთან. კიდევ ერთხელ განმეორდები, ჩვენ, ყველანი ერთად, თითოეულ მოქალაქესთან ერთად შევქმნით დიდ გამარჯვების ფორმულას”, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო