გიორგი ბოტკოველი - მედვედევის განცხადება მოტივაციის მიმცემია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომ უფრო მეტი და კარგი რუსული განცხადებები გააკეთონ

მედვედევის განცხადება მოტივაციის მიმცემია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომ უფრო მეტი და კარგი რუსული განცხადებები გააკეთონ, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მედვედევის განცხადების შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთ ტონში, ერთი მოტივაციით საუბარი რუსული ოცნების და კრემლის საერთო მიზანია.

"ფაქტობრივად, ცდილობენ, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გადასცენ რუსეთს და მისი გუბერნია გახადონ. მედვედევის განცხადება არა შეთანხმებული, არამედ მოტივაციის მიმცემია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომ უფრო მეტი და კარგი რუსული განცხადებები გააკეთონ. მედვედევი ჩვეულებრივი პუტინის წარმომადგენელია, მაგრამ შესაძლოა, ივანიშვილი პუტინის უფრო მეტად წარმომადგენელია დღეს, ვიდრე მედვედევი.

ისინი შეხმატკბილებულად იმეორებენ იმ მესიჯებს, რაც კრემლში იწერება. პროევროპული პრეზიდენტი რატომ შეიძლება მოეწონოს მედვედევს? მათი მიზანია აგრესია, ის, რომ ყველა ტერიტორია მიიტაცოს, რომელიც მიაჩნიათ, რომ მათ მფლობელობაში უნდა იყოს. დღეს 20% მიტაცებული აქვს რუსეთს. ნებისმიერი განცხადება, პრეზიდენტის, თუ ევროპის მხარდაჭერის, რა თქმა უნდა მიუღებელია.

მედვედევის განცხადების შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთ ტონში, ერთი მოტივაციით საუბარი რუსული ოცნების და კრემლის საერთო მიზანია. ხელისუფლება ორკესტრირებულად აკეთებს იმას, რა მიზანიც პუტინს აქვს“,- აღნიშნა ბოტკოველმა.

ცნობისთვის, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა. როგორც მან RT-სთან ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი ფრანგია, რომელიც კატეგორიულად გამოდის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო