გიორგი ბოტკოველი - რუსი მოკრივის განცხადება პირდაპირ შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას

რუსი მოკრივის განცხადება პირდაპირ შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას. პროპაგანდა რუსეთშიც ტრიალებს და იციან, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი არა საქართველოს სახელმწიფო, არამედ საქართველოს ხელისუფლებაა,- ასე აფასებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი მოკრივე კონსტანტინ ცზიუს განცხადებას.

მისივე თქმით, საბრძოლო და დროულად გასაკეთებელი საქმეა, რომ დროზე დასრულდეს ის ხელისუფლება, რომელიც ქართველს ქვეყანაში ყველაზე მეტად ჩაგრავს.

„ლოგიკურია ის განცხადება, რომელიც რუსი მოკრივის მხრიდან მოვისმინეთ. ეს პირდაპირ შეესაბამება იმ პოზიციას, რა პოზიციაც დღეს საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია. ეს ადამიანები ამ ყველაფერს ისმენენ, პროპაგანდა რუსეთშიც ტრიალებს და იციან, რომ ერთ-ერთი მთავარი და კარგი პარტნიორი მათთვის არა საქართველოს სახელმწიფო, არამედ საქართველოს ხელისუფლებაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსმა ყველაზე კარგად და კომფორტულად იგრძნოს თავი საქართველოში.

საბრძოლო და დროულად გასაკეთებელი საქმეა, რომ დროზე დასრულდეს ის ხელისუფლება, რომელიც ქართველს ყველაზე მეტად ჩაგრავს ქვეყანაში და ოკუპანტს აძლევს საშუალებას, რომ ასეთი განცხადებები გააკეთოს“, - აღნიშნა ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ მოკრივე კონსტანტინ ცზიუმ მხარდამჭერებს რუსულ ენაზე მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოში თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო