თამარ გაბუნიამ  კოპენჰაგენში  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, თამარ გაბუნია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდა. მხარეებმა, საქართველოში, ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელი, ქვეყანაში, ონკოლოგიის მართვის კუთხით არსებული სიახლეები, ასევე, პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მიმდინარე სხვა პროგრამები განიხილეს.

„ევროპის რეგიონული წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული 2-დღიანი შეხვედრების მიზანი, წევრი ქვეყნებისთვის, მაღალი ხარისხის გაიდლაინების მიღებასა და ადაპტაციაში ხელშეწყობა იყო. მონაწილეებმა, განიხილეს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, გაიდლაინების შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილება და საერთაშორისო პრაქტიკა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის, ჯანმრთელობის დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსი გვანცა გასვიანი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო