მიხეილ სააკაშვილი - ყველაზე მეტად თუ სადმე იგრძნობა ჩვენი ხალხის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, ეს ნამდვილად გურიაა - აქ ჩანს ყველაზე კარგად თუ როგორ არ ანაღვლებს ივანიშვილს ქართველი ხალხი

ყველაზე მეტად თუ სადმე იგრძნობა ჩვენი ხალხის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა - ეს ნამდვილად გურიაა, - აქ ჩანს ყველაზე კარგად თუ როგორ არ ანაღვლებს ივანიშვილს ქართველი ხალხი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მას სჯერა, რომ გურია ისევ შეასრულებს იმ განსაკუთრებულ როლს ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, როგორსაც ის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკიდან მოყოლებული ასრულებდა.

„მადლობა შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს დალოცვისა და მოკითხვისათვის!

სოფო ჯაფარიძე ოზურგეთსა და ლანჩხუთში საოცარ ხალხს შეხვდა და მათი წერილები გადმომცა! ყველაზე მეტად თუ სადმე იგრძნობა ჩვენი ხალხის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა - ეს ნამდვილად გურიაა. დაცარიელებული სოფლები, ტყედ ქცეული ყანები და ყოველი მეორე მოსახლე ემიგრაციაში - აქ ჩანს ყველაზე კარგად თუ როგორ არ ანაღვლებს ივანიშვილს ქართველი ხალხი!

მაგრამ, მინდა ჩემ გურულებს გითხრათ: სულ მალე ეს ყველაფერი დასრულდება და მე მჯერა, რომ გურია ისევ შეასრულებს იმ განსაკუთრებულ როლს ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, როგორსაც ის ჯერ კიდევ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკიდან მოყოლებული ასრულებდა!“- წერს სააკაშვილი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო