რწმუნებულის მოადგილის განცხადებით, შიომღვიმის მონასტერთან გეოლოგიურმა სამსახურმა სამუშაოები დაასრულა, მონასტრის ტერიტორიაზე მომლოცველთა და ტურისტთა შესვლაზე შეზღუდვა კი ძალაში რჩება

გეოლოგიურმა სამსახურმა სამუშაოები დაასრულა. შესაბამისად, ველოდებით მათ დასკვნას, აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ შემდგომ, - ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კვლავ ძალაშია შეზღუდვა შიომღვიმის ტერიტორიაზე მომლოცველთა და ტურისტთა შესვლაზე.

„გეოლოგიურმა სამსახურმა სამუშაოები დაასრულა. შესაბამისად, ველოდებით მათ დასკვნას, აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ შემდგომ. წინამძღვართან კოორდინირებული მუშაობით გავატარეთ შესაბამისი სამუშაოები, რომ შეიზღუდა მომლოცველთა და ტურისტთა შემოსვლა, ამ რეჟიმში ვართ ახლაც. გეოლოგებმა იმუშავეს და რეკომენდაციების მიხედვით ვიმოქმედებთ, შეზღუდვა იქნება, აკრძალვა, თუ რა რეაგირება იყოს შემდგომ“,- აღნიშნა გოჩა ქავთარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო