უკრაინის გენშტაბი - რუსული ძალები წინსვლას სამი მიმართულებით ცდილობენ

რუსული ძალები, გასული დღე-ღამის განმავლობაში, წინსვლას სამი მიმართულებით, ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებით, ცდილობდნენ, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, რუსებსა და უკრაინელებს შორს, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 34 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

"ლიმანის მიმართულებით მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ლუგანსკის ოლქის ნოვოეგოროვკას რაიონში, ხოლო ბახმუტის მიმართულებით უშედეგოდ ცდილობდა წინსვლას დონეცკის ოლქის კლეშჩიევკას რაიონში", - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა არტილერიით დაბომბეს ლიმანის მიმართულებით, 10-ზე მეტი დასახლება და ბახმუტის მიმართულებით, 15 დასახლება.

"მარინკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების წინსვლის შეკავებას დონეცკის ოლქის მარინკას რაიონში. მტერმა საჰაერო დარტყმა განახორციელა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას რაიონში, კრასნოგოროვკას, გოსტრეს, მარინკას, კატერინივკას, პრასკოვეევკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებები კი არტილერიით დაბომბა", - აცხადებენ გენშტაბში.

გენშტაბის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო