მეუფე ნიკოლოზი - თუ მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს, რომ მასთან მივიდე და ვაზიარო ან სხვა საიდუმლო შევასრულო, მზად ვარ - რაც შეეხება მოსკოვში წასვლას, ადრეც დავდიოდი და კითხვები რომ ჰქონოდა, მკითხავდა

ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მზად არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ ნებისმიერ დროს მოინახულოს, თუ მას ამის სურვილი ექნება.

მისივე თქმით, ის ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრების დროს პოლიტიკურ საკითხებს არ განიხილავს.

„ჩემი ძირითადი ურთიერთობა, მისი შინაარსი იყო საეკლესიო საიდუმლოების შესრულება მასთან და არავითარი პოლიტიკური საკითხების განხილვა არ ხდებოდა. [კიდევ როდის შევხვდები], მთლიანად მასზეა დამოკიდებული და როგორც კი მოითხოვს, რომ მე მასთან მივიდე და ვაზიარო, თუ სხვა საიდუმლო შევასრულო, მე მზად ვარ.

[რაც შეეხება მოსკოვში წასვლას], დარწმუნებული ვარ, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ღრმად მოაზროვნე ადამიანია და მარტო ყურმოკვრით გაგონილს არავითარ შემთხვევაში ყურადღებას არ მიაქცევს. ვფიქრობ, რომ თუ რაიმე შეკითხვები ექნებოდა, მკითხავდა, იმიტომ, რომ მე ადრეც დავდიოდი მოსკოვში, ადრეც აღმივლენია წირვა პატრიარქთან ერთად და მან ეს ყველაფერი მშვენივრად იცოდა“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო