იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინეთის ელჩი დაიბარეს

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინეთის ელჩი დაიბარეს, ჩინეთში, იაპონიის საელჩოსთან და სკოლებთან გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც პროტესტანტებმა შენობებს ქვები დაუშინეს.

ინფორმაციას France24 ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტის შემდეგ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ მოუწოდა ჩინეთის ხელისუფლებას, უზრუნველყოს „მშვიდი და საპასუხისმგებლო ქმედებები“. სიტუაცია ორ ქვეყანას შორის ფუკუშიმას დაზიანებული ატომური ელექტროსადგურიდან გაწმენდილი რადიოაქტიური წყლის გაშვების გამო დაიძაბა.

იაპონია ასევე ჩინეთში მყოფ ქვეყნის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, გაძლიერებულია სკოლების და დიპლომატიური მისიების დაცვა.

შეგახსენებთ, რომ იაპონიამ ფუკუშიმას განადგურებული ატომური ელექტროსადგურიდან წყნარ ოკეანეში გაწმენდილი რადიოაქტიური წყლის გაშვება დაიწყო. იაპონიის მთავრობის ქმედების საპასუხოდ, ჩინეთმა იაპონიიდან ყველა სახის ზღვის პროდუქტების იმპორტზე აკრძალვა დააწესა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო