გიორგი ვაშაძე - საქართველოს ადგილი ევროკავშირში განსაზღვრულია - არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ სრულუფლებიანი წევრობა შეგვიძლია მოვიპოვოთ, ყველაზე გვიან 2030 წელს

უპრეცედენტო განცხადებაა შარლ მიშელის მხრიდან, საქართველოს ადგილი ევროკავშირში განსაზღვრულია, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

გიორგი ვაშაძის მტკიცებით, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის დიდ ოჯახში საქართველოს გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის.

„ეს არის კონსენსუსი ევროპელ ლიდერებს შორის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონკრეტული ვადაა - არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ სრულუფლებიანი წევრობა შეგვიძლია მოვიპოვოთ, ყველაზე გვიან 2030 წელს. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე. დღეს ხომ ამ ყველაფერს ხელს უშლის „ქართული ოცნება“ და ამ განცხადებაში ესაა ნათქვამი. ფაქტობრივად, ჩამოშორებულია ინტეგრაციის პროცესს „ქართული ოცნების“ გამო საქართველო.

გვაქვს კონკრეტული ამოცანები: ვცვლით ხელისუფლებას, ვახორციელებთ ყველა რეფორმას, რომელიც გვჭირდება, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ვხდებით ევროკავშირის წევრი, რაც ნიშნავს ეკონომიკურ განვითარებას, კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების შექმნას, ემიგრანტების დაბრუნებას, ძლიერ სოფელს, ძლიერ ქალაქს, ძლიერ ოჯახებს საქართველოში. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ვერანაირი „ქართული ოცნება“ ევროკავშირის დიდ ოჯახში საქართველოს გაწევრიანებას ვერ შეუშლის ხელს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს. „ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება“ ,- განაცხადა მან სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე.

„გასულ ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი (ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით) უკრაინასა და მოლდოვას. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როცა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. ასე რომ, ახლა გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა წინ წავიწიოთ“, - აღნიშნა მიშელმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო