უნგრეთის პრეზიდენტი - ომი წელიწადნახევარია გრძელდება, აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა

უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს, - ინფორმაციას გამოცემა "დოიჩე ველე" ავრცელებს.

„ომი წელიწადნახევარია გრძელდება და მე ვერ ვხედავ სამხედრო გადაწყვეტას, რომელიც გამოიწვევს სტაბილურ და გრძელვადიან მშვიდობას. ამიტომ აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. მე ეს მტკიცე აზრი პრეზიდენტ ზელენსკისთან გამოვთქვი, როგორც საჯაროდ, ასევე პირადად“, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, ბუდაპეშტი აპირებს შეუერთდეს კიევის მიერ ინიცირებულ „მშვიდობის ფორმულას“ და რომ უნგრეთი მნიშვნელოვანად მიიჩნევს მონაწილეობას ნებისმიერ პროცესში, რომელსაც მშვიდობასთან დაახლოება შეუძლია. კატალინ ნოვაკის მტკიცებით, უნგრეთი რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო