სამხრეთ კორეა უკრაინის დახმარებას მომავალ წელს 8-ჯერ, 394 მილიონ დოლარამდე ზრდის

სამხრეთ კორეა უკრაინას მომავალ წელს 520 მილიარდ კორეულ ვონს (394 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყოფს, რაც წლევანდელთან შედარებით 8-ჯერ მეტია.

მედიის ინფორმაციით, დახმარების პაკეტში 130 მილიარდი გათვალისწინებულია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის, 260 მილიარდი ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოიყოფა, კიდევ 130 მილიარდი ვონი კი უკრაინას საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით მიეწოდება.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა ივლისში გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას გაუწევს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო