დავით კირკიტაძე - საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ორი ბარიერი რჩება: ეს არის „ქართული ოცნება“ და ეს რუსეთის ხელისუფლების პოზიცია - ჩვენ ამ ბარიერებს გადავლახავთ

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ორი ბარიერი რჩება - ეს არის “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტატუსი არ მივიღოთ და ეს არის რუსეთის ხელისუფლების პოზიცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით კირკიტაძემ განუცხადა.

კირკიტაძის შეფასებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებისა და რუსეთის პოზიციები საქართველოს ევროპული პერსპექტივის საკითხზე ერთმანეთს ემთხვევა.

“ჩვენი ქვეყნის მეგობარმა შარლ მიშელმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რითაც კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ ევროპის გაფართოება შეუქცევადი პროცესია. ჩვენი ადგილი ნამდვილად არის ევროპაში.

იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის სწრაფვა ისტორიული ადგილის დაბრუნებისკენ, რომ ჩვენ ამ ბარიერს გადავლახავთ, სტატუსს ძალიან მალე მივიღებთ და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდებით”, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება და გაერთიანება 2030 წლისთვის ამისთვის მზად უნდა იყოს.

“ახლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, უკრაინის ხალხი გმირულად იცავს თავის ქვეყანას. კრემლი თავს ესხმის არა მხოლოდ თავისუფალ და სუვერენულ მეზობელს, არამედ ყველა იმ ღირებულებას, რომლისაც გვჯერა – თავისუფლებას, დემოკრატიას, კეთილდღეობასა და თანამშრომლობას. წინა წლის ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას. იგივე ელის საქართველოსაც, თუ ის საჭირო ნაბიჯებს გადადგამს.

შესაბამისად, გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა, წინ წავიწიოთ”, - განაცხადა შარლ მიშელმა საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც 28 აგვისტოს სლოვენიაში, ქალაქ ბლენდში გაიმართა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო