დიმიტრი მედვედევი - აპოკალიფსი სულ უფრო ახლოსაა

რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის გადაწყვეტილებას ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე რუსული ჯარის დისლოკაციის ადგილებზე დარტყმების განხორციელების შესახებ ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს რუსეთის წინააღმდეგ ომში დასავლეთის თანამონაწილეობის იურიდიულად მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს.

აღნიშნულ განცხადებას მედვედევი Telegram-ზე აქვეყნებს.

„უკრაინამ განაცხადა, რომ შეათანხმა ნებისმიერი დარტყმის განხორციელება ყოველივე რუსულზე, მაგალითად ყირიმზე. თუ ეს სიმართლეა (და ამაში ეჭვიც არ გვაქვს), ეს სტეპან ბანდერას სახელმწიფოს მხარეს დასავლეთის თანამონაწილეობის პირდაპირი იურიდიულად მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. რაფინირებული casus belli (ომის დაწყების ფორმალური მიზეზი), ხოლო რუსეთისთვის jus ad bellum (ომის გამოცხადება) ფარგლებში მოქმედების შესაძლებლობაა ყველას და თითოეულის წინააღმდეგ ნატოს ქვეყნებში“, - განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, აპოკალიფსი სულ უფრო ახლოს არის.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო