სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსთან კლდის მასის ჩამოშლის გამო მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაში დასრულდება

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის განცხადებით, შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსთან, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაოების წარმოების დროს ადგილზე ხალხის გადაადგილება სასურველი არ არის, რადგან ტექნიკა საკმაოდ დიდ სამუშაოებს ახორციელებს.

„გუშინ დილიდან იყვნენ სპეციალისტები, რომლებმაც შეისწავლეს, თუ რა ტექნიკით და როგორ უნდა განხორციელებულიყო სამუშაოები. გუშინვე მოხდა შესაბამისი ტექნიკის მობილიზება. სამუშაოები დაიწყო, ყველა შესაბამისი უწყება, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლებიდან ჩართული იყო. დღეს, დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს იმ ტერიტორიის გაწმენდა, რომელზეც გუშინ გაიცა რეკომენდაცია, რომ პირველადი სამუშაო განსახორციელებელი იყო, ამას დღეს დავასრულებთ. შემდგომი რეკომენდაცია თუ იქნება ან განმეორებით ნაშალი თუ ჩამოვა, ტექნიკა ადგილზე რჩება და დამატებით გაიწმინდება. ხალხის რაოდენობა, ტურისტი იქნება, მომლოცველი თუ სხვა, რა თქმა უნდა, სასურველი არ არის ტერიტორიაზე გადაადგილდეს, რადგან ტექნიკა საკმაოდ დიდ სამუშაოებს ახორციელებს“, - განაცხადა ნოზაძემ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველადი შეფასებით შიომღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შემადგენლობის მასის (ქვიშა-ქვები, კონგლომერატები) მყისიერ ჩამოშლას.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო