გია ვოლსკი - რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ჩინეთისა და ინდოეთის მიერ აღიარების საკითხს პერსპექტივა არ გააჩნია - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ჩინეთისა და ინდოეთის მიერ აღიარების საკითხს პერსპექტივა არ გააჩნია.

მისივე შეფასებით, არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება წარმატებულია.

„ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია. ეს არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი. რა საკვირველია, ჩინეთთან და ინდოეთთან ჩვენი პოზიციის სრული თანხვედრაა. არსებობს არაღიარების პოლიტიკის გარკვეული სტრატეგიული მიმართულებები, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები უზრუნველყოფენ. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ამას პერსპექტივა არ გააჩნია. ერთიც უნდა გვახსოვდეს - ემოციების გარეშე რომ ვიმსჯელოთ, რუსეთს თავისი სტრატეგიული ხედვა და სტრატეგიული ამოცანები გააჩნია, რომელიც საქართველოს სტრატეგიულ ამოცანებსა და ხედვას, მის მომავალს პრინციპულად ეწინააღმდეგება. გამომდინარე აქედან, რა საკვირველია, ჭიდილი და დაძაბულობა არსებობს, მათ შორის სამხედრო და პოლიტიკურ სფეროში. ისიც გვახსოვდეს, რომ რუსეთს თავისი უშველებელი რესურსებით ჯერჯერობით ვერ მოუხერხებია, რომ უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე ვინმე დაიყოლიოს, გარდა რამდენიმე ქვეყნისა - ამ ეტაპზე ჩვენი ძალისხმევა წარმატებულია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებმაც აღიარონ, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა“. აღნიშნული განცხადება კარასინმა Sputnik Южная Осетия-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისივე თქმით, ეს რთული საკითხია, რადგან ამ იდეასთან დაკავშირებით დასავლეთს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს აღიარება მოხდება. "რუსეთი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების წინ წაწევისკენ მიმართულ მუშაობას გააგრძელებს", - განაცხადა კარასინმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო