ლევან ჟორჟოლიანი - „ნაცმოძრაობის“ მიერ პროკურატურაში განცხადების შეტანა ერთდღიანი პიარკამპანიაა, მიმართული იმ პროექტების წინააღმდეგ, რომლებიც ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრების მიერ გენერალურ პროკურატურაში განცხადების შეტანის საკითხს გამოეხმაურა.

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან მსგავსი ნაბიჯი არაფერია, თუ არა მანიპულაცია.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, მათ ძალიან კარგად იციან, რომ დანაშაულის ნიშნები ამ ფაქტთან დაკავშირებით არ ფიქსირდება და წესით ისიც უნდა იცოდნენ, რომ პროკურატურა არ არის ორგანო, რომელსაც საკრებულოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის უფლებამოსილება აქვს.

ობიექტური მიზეზების გამო, მათ შორის, მედიასთან კომუნიკაციის მიზნით, შესაძლებელია რამდენიმე წუთით დავტოვოთ სხდომათა დარბაზი, თუმცა, საოქმო ჩანაწერში კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრის პოზიცია აუცილებლად ფიქსირდება. ამ პრაქტიკას ჩვენი ოპოზიციური კოლეგებიც ხშირად მიმართავენ“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, ეს არის ერთდღიანი პიარკამპანია, იმ პროექტების წინააღმდეგ მიმართული, რომლებიც ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო