„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ისევ მაღალი სავალუტო ინტერვენციები

„თიბისი კაპიტალის“ შეფასება, რომ სამომავლოდ ლარის გამყარება ნაკლებალბათურია, კვლავ ძალაშია. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია საინვესტიციო იმპორტის კვლავ მზარდი დინამიკა, რაც მიმდინარე წლებში მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, მოსალოდნელი ტენდენციაა.

„ივლისში სებ-მა 278.5 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ეს ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებებისა და ასევე, მთლიანობაში, თვის განმავლობაში გაუმჯობესებული სენტიმენტების შედეგია. ეს უკანასკნელი, წინა თვესთან შედარებით, ლარის დეპოზიტებისა და უცხოური ვალუტის სესხების მეტ ზრდაში აისახება, რაც სავალუტო ბაზარზე ერთდროულად ლარზე მოთხოვნასა და დოლარის მიწოდებას განაპირობებს. მიუხედავად ამისა, „თიბისი კაპიტალის“ შეფასება, რომ სამომავლოდ ლარის გამყარება ნაკლებალბათურია, კვლავ ძალაშია.

წინა კვირაში გამოქვეყნებული სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, საყურადღებოა ივლისის ექსპორტისა და იმპორტის დეტალური ჩაშლა. თვალსაჩინოა, რომ წლიური ზრდის შემცირებაში საერთაშორისო სასაქონლო ფასების კლებამ არსებითი როლი შეასრულა. ამასთან, აღსანიშნავია საინვესტიციო იმპორტის კვლავ მზარდი დინამიკა, რაც მიმდინარე წლებში მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, მოსალოდნელი ტენდენციაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო