უკრაინაში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის დღეა

დღეს უკრაინაში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის დღეა. მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში მდებარე დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„ყოველწლიურად 29 აგვისტოს ჩვენ უკრაინისთვის, მისი დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, მთლიანობისთვის და უკრაინის უფლებისთვის, თავისუფალ ერებს შორის ყოფნის შესაძლებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივს მივაგებთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს გულწრფელი პატივისცემა, ცრემლები და დუმილი დაღუპულების პატივსაცემად ნებისმიერ სიტყვებზე ხმამაღლა ჟღერს. მან ასევე დაღუპულთა ოჯახების წევრებს „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენები გადასცა. სამგლოვიარო ცერემონიალს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიც, ვალერი ზალუჟნი ესწრებოდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო