გიორგი ტყემალაძე - ოპოზიცია ფაქტების გაყალბებას ყველანაირი მეთოდებით ცდილობს

ის, რასაც დღეს ოპოზიცია აკეთებს, არის ინფორმაციის გაყალბება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ოპოზიციის, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა საპასუხოდ, რომლებმაც გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, სხდომაზე, რომელზეც 81 საკითხი განიხილებოდა, რეგისტრაცია საკრებულოს ყველა წევრმა გაიარა და თუ რომელიმე თუნდაც ერთი წუთის განმავლობაში დარბაზიდან იყო გასული, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით თანხმობა საოქმო ჩანაწერში დააფიქსირა.

„უპირველესად უნდა ითქვას, რომ ის ხმები ვერც იქონიებდა გავლენას და გავრცელებული კადრები არ შეესაბამება იმ კონკრეტული პროექტების კენჭისყრას, რომლებსაც რადიკალური ოპოზიცია აპროტესტებს და რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება შენებასა და განვითარებას.

მათი მიზანია ქვეყანაში შეჩერდეს ახალი, თანამედროვე მულტიფუნქციური პროექტები, ეკონომიკური ზრდა და ხალხის დასაქმება. ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია, მისი განვითარება წარმოდგენილი კონცეფციის შესაბამისად დედაქალაქისთვის არის საჭირო და მნიშვნელოვანი. წარმოდგენილი კონცეფციით, ნარჩუნდება ყოფილი ფაბრიკის შენობა და მოხდება ლაგუნა ვერეს აუზის სრული რეაბილიტაცია“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, ეს არის პრემიუმ კლასის პროექტი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ინვესტიციის მოცულობაზე, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

„ოპოზიცია აცნობიერებს, რომ ინვესტიციები და ახალი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამიტომ ყველანაირი მეთოდებით ცდილობს ფაქტების გაყალბებას და დისკრედიტაციას“, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო