ირაკლი კობახიძე ჯონათან ჯანოგლის შეხვდა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები იყო.

ირაკლი კობახიძემ ჯგუფის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. როგორც მან განაცხადა, საერთაშორისო ასპარეზზე ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გამორჩეული მეგობრები გვყავს ბრიტანეთის პარლამენტში, პირველ რიგში, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის და ასევე, სხვა პარლამენტარებს მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო