ანა მალიარი - რუსები ბახმუტში ხაფანგში აღმოჩნდნენ

რუსები ბახმუტში ხაფანგში აღმოჩნდნენ და ქალაქის დატოვება არ შეუძლიათ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსებს თავად ქალაქშიც არ შეუძლიათ სრულფასოვნად გადაადგილება.

„აღმოსავლეთზე თუ ვისაუბრებთ - ახალი ამბები - იქ საკმაოდ კარგად მივიწევთ წინ ბახმუტის მიმართულებაზე. ეს არის ის, რაც მტერს ყველაზე მეტად აწუხებს. ამიტომ ისინი ცდილობენ ჩვენი ძალისხმევა სხვა მიმართულებებზე გადაიტანონ”, - განაცხადა მალიარმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან სამხრეთ ფლანგზე წინ მიიწევენ.

“ჩვენ ისედაც ბევრი სიმაღლე დავიკავეთ და მტერი იქ ხაფანგშია, ვინაიდან ბახმუტიდან გასვლა არ შეუძლიათ და თავად ქალაქშიც სრულფასოვნად გადაადგილებაც არ შეუძლიათ. იქ, როგორც იცით, ახლა ყველაზე მეტად კლეშჩეევკაში, კურდიუმოვკაში, ანდრეევკაში ბრძოლებზე ლაპარაკობენ. მართლაც, იქ ბრძოლები გრძელდება. წინასწარ არ ვიმსჯელოთ, ვინაიდან ცრურწმენების გვჯერა. ნელ-ნელა იქ წინ მივიწევით, და იქ წარმატებები გვაქვს”,- განაცხადა მალიარმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!