ლევან ხაბეიშვილი - 12 წელია ინერციით მიდის ქვეყანა და ინერციით ბანცალს აუცილებლად მოჰყვება ჩამოშლა - თბილისში ხშირად წვიმდა, მაგრამ ყველა „გაელვებაზე" ადამიანებს შიშის ქვეშ ცხოვრება არ უწევდათ!

ყელში ამოვიდა და წარმოუდგენელია ამის ყურება. დაიტბორა დედაქალაქი, ახალ აშენებულ კორპუსებში წვიმს - 12 წელია ინერციით მიდის ქვეყანაც და თბილისიც. ჰოდა ინერციით ბანცალს აუცილებლად მოჰყვება დაცემა, ჩამოშლა! კინწისკვრით უნდა გავყაროთ ფულზე დახარბებული კალაძე, კობახიძე, ღარიბაშვილი, ივანიშვილი და მისი ბანდა თორემ კარგი არაფერი გველოდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია მიწისქვეშა გადასასვლელები, მეტროს ვაგონები, ავტობუსები, იშლება კლდეები.

„ყელში ამოვიდა და წარმოუდგენელია ამის ყურება. დაიტბორა დედაქალაქი, ახალ აშენებულ კორპუსებში წვიმს - სახლებში და ლიფტებში. დატბორილია მიწისქვეშა გადასასვლელები, მეტროს ვაგონები, ავტობუსები, იშლება კლდეები. არ არსებობს სანიაღვრე სისტემები! არც ამ სანიაღვრეს გაწმენდა ახსენდება ვინმეს!

ქაოტური მშენებლობები, კორუფციული მშენებლობები, ჩინოვნიკების, კალაძის მშენებლობები, არავინ პასუხს რომ არ აგებს ამ ქვეყანაში! შესაბამისად ვღებულობთ გაუგონარ მდგომარეობას.

სხვა დროსაც წვიმდა. თბილისში სულ და ხშირად წვიმდა მაგრამ ყველა "გაელვებაზე" ადამიანებს შიშის ქვეშ ცხოვრება და ნავით გადაადგილება არ უწევდათ! კორუმპირებული, ქურდი, მკვლელი, კრიმინალი კალაძე მიწასთან ასწორებს დედაქალაქს!

რას ჰქვია სტიქიაა?! აქამდე არ იყო წვიმა თბილისში?! არ ატარებს, ვერ ატარებს სანიაღვრე სისტემა იმიტომ, რომ ყველგან კორპუსი ააშენეს - კლდეებზე გადიან და ყველგან კორპუსებს აკვეხებენ!

რასაც აშენებენ იმ კორპუსებშიც წვიმს! 12 წელია ინერციით მიდის ქვეყანაც და თბილისიც, ჰოდა ინერციით ბანცალს აუცილებლად მოჰყვება დაცემა, ჩამოშლა! კინწისკვრით უნდა გავყაროთ ფულზე დახარბებული კალაძე, კობახიძე, ღარიბაშვილი, ივანიშვილი და მისი ბანდა თორემ კარგი არაფერი გველოდება.

ღმერთის იმედად ვართ დარჩენილები და იმედია არცერთი ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ დაემუქრება საფრთხე”,- წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო