კახა კალაძე - არ მახსოვს ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში - გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები და არა მთელი თბილისის მასშტაბით

არ მახსოვს ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში. გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები და არა მთელი თბილისის მასშტაბით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხანმოკლე პერიოდში ძალიან დიდი ნალექი მოვიდა.

„ამ წუთში ვიმყოფებით მარჯვენა სანაპიროზე, ეს არის სივრცე, სადაც თამარ მეფის პანდუსია, აქ არსებულ გზის მონაკვეთზე არის დატბორვა. ძალიან დიდი ნალექი იყო ხანმოკლე პერიოდში. არ ვიცი, არ მახსოვს ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში. გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები და არა მთელი თბილისის მასშტაბით. გლდანის რაიონში იყო, ასევე დიდუბეში, ერისთავის ქუჩის მიმდებარედ. ახლაც მუშაობენ ჩვენი შესაბამისი სამსახურები“,- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო