კახა კალაძე მარშალ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე იმყოფება, სადაც ქვათაცვენა დაფიქსირდა

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე იმყოფება, სადაც ქვათაცვენა დაფიქსირდა. ადგილზე რამდენიმე წუთში გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.

თამარაშვილის ქუჩაზე დედაქალაქის მერთან ერთად იმყოფება მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი.

ცნობისთვის, ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები. დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, თამარაშვილის ქუჩაზე ქვათაცვენა დაფიქსირდა, ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ, რათა დილით გადაადგილება თავისუფალი იყოს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება