კახა კალაძე - თამარ მეფის ხიდის პანდუსთან ზუსტად 55 წუთის წინ მქონდა ჩართვა, ტერიტორია იყო დატბორილი, ახლა ხედავთ რა ვითარებაა - ეს იმის დამამტკიცებელია, რომ სანიაღვრე სისტემები მუშაობს გამართულად

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდის პანდუსთან, სადაც გზის დატბორვის გამო მოძრაობა შეფერხებული იყო, პრობლემა აღმოფხვრილია და ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან.

კახა კალაძის განცხადებით, 55 წუთში მოხერხდა პრობლემის სრულად აღმოფხვრა, რაც ადასტურებს, რომ საუბარი იმაზე, რომ სანიაღვრე სისტემა არ მუშაობს, სიცრუეა.

„ამ კონკრეტულ მონაკვეთზე ზუსტად 55 წუთის წინ ჩავერთე და განახეთ, რა მძიმე მდგომარეობა იყო, ავტომობილებისთვის გადაადგილება ჭირდა, ზუსტად 55 წუთი გავიდა და ხედავთ რა მდგომარეობაა. სპეციალურად გავაკეთე ჩართვა, რადგან ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაციები, რომ სანიაღვრე სისტემა არ მუშაობს, არ არის გაკეთებული, არ არის გაწმენდილი და ა.შ. ითქვა ძალიან ბევრი ტყუილი და სიცრუე. რეალობა არის ის, რომ ზუსტად 55 წუთის წინ მქონდა ჩართვა, მოგაწოდეთ ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე, ტერიტორია იყო დატბორილი, ხოლო ახლა, ამ წუთში ხედავთ რა ვითარებაა. ეს არის იმის მანიშნებელი და დამამტკიცებელი, რომ სანიაღვრე სისტემები მუშაობს გამართულად, უბრალოდ იმდენად უხვი ნალექი მოვიდა და დამატებით იყო ცენტრალური კანალიზაციის პრობლემა, რომ ფიზიკურად ვერ ატარებდა და ეს იყო პრობლემა.

რაც შეეხება კონკრეტულ ადგილებს, მარშალ გელოვანისა და მაჭავარიანის გზის მონაკვეთზე, სადაც იყო ქვები ჩამოყრილი ცენტრალურ გზაზე, 15 წუთში დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები, ნახევარი საათი დასჭირდება და მთელი ღამის განმავლობაში დავიწყებთ გზების გაწმენდას, სადაც ქვების ნაშალი არის ჩამოტანილი", - განაცხადა კახა კალაძემ ვიდეოჩართვისას.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო