უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, სარაკეტო და დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"მტრის უპილოტო საფრენი აპარატების პირველი ჯგუფი განლაგებულია სუმისა და ჩერნიგოვის ოლქების საზღვრებთან და კიევის მიმართულებით მოძრაობს. მეორე ჯგუფი განლაგებულია დნეპროპეტროვსკისა და მიკოლაივის საზღვრებთან და კროპივნიცკის მიმართულებით მოძრაობს", - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ ოდესის ოლქში აფეთქებების ხმები გაისმა.ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით რუსებმა ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმები ისმოდა კიევშიც.