ევროკომისიის წარმომადგენელი - ევროკომისია მზად არის უკრაინის ინტერესებში რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების გამოყენებაზე წინადადებით გამოვიდეს

ევროკომისია მზად არის უკრაინის ინტერესებში რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების გამოყენებაზე წინადადებით გამოვიდეს.

აღნიშნული განცხადება ევროკომისიის წარმომადგენელმა კრისტიან ვიგანდმა გააკეთა.

„ამ საკითხზე დღევანდელი მსჯელობის გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ გამოვიდეთ იურიდიული წინადადებით. საკითხი განიხილებოდა ევროსაბჭოს ბოლო სხდომაზეც, რომელიც ივნისის ბოლოს ჩატარდა”, - განაცხადა ვიგანდმა.

მისივე თქმით, მუშაობა ესპანეთის მთავრობასთანაც გრძელდება, რომელიც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, მას ასევე უკვე გაეგზავნა შესაბამისი დოკუმენტი.

„მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა დიდი შვიდეულის ქვეყნებთან. კოორდინირება საერთაშორისო დონეზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება