უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე ე.წ. „საარჩევნო უბანს“ დაარტყა, სადაც „არჩევნებისთვის“ მზადება მიმდინარეობდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე ე.წ. „საარჩევნო უბანს“ დაარტყა, სადაც „არჩევნებისთვის“ მზადება მიმდინარეობდა.

მედიის ცნობით, დარტყმა ქალაქ კამენკა-დნეპროპეტროვსკაიაში მდებარე „საარჩევნო უბანზე“ განხორციელდა იმ დროს, როდესაც იქ „საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების“ შეკრება მიმდინარეობდა.

შეკრებაზე 30-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი, მათ დაცვას „კადიროველები“ უზრუნველყოფდნენ.

„შეკრების დროს ბიულეტენების და საარჩევნო კაბინების დარიგება იყო დაგეგმილი. თავდასხმა რამდენიმე ტალღით განხორციელდა. ზუსტი შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაგრამ ბევრ დაჭრილზე უკვე ახლაც არის ცნობილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო