მიხეილ სარჯველაძე - რუსეთი რას ცდილობს, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც უკვე გააკეთა, თუმცა სიფრთხილეა საჭირო, რას გულისხმობს მსგავსი ინიციატივები - მე არ ვარ დაინტერესებული ჩემი შვილებისთვის საგანმანათლებლო სერვისების რუსეთში ძიებით

სიფრთხილე მართებს საზოგადოებას, თუ როგორ დაგეგმოს შვილებისთვის განათლების მიწოდება, იმავდროულად, სიფრთხილეა საჭირო, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს რუსეთიდან ასეთი ინიციატივები - მე ნამდვილად არ ვარ დაინტერესებული ჩემი შვილებისთვის საგანმანათლებლო სერვისების რუსეთში ძიებით, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე რუსეთის ფედერაციის ინიციატივას, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უფასოდ სწავლას სთავაზობენ.

სარჯველაძის განცხადებით, გაუჭირდება თქვას, კონკრეტულად რას ემსახურება მსგავსი ინიციატივა.

„რუსეთი რას ცდილობს იმასთან შედარებით, რაც უკვე გააკეთა, ზღვაში წვეთია. რუსეთს უკვე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და ამაზე უფრო მეტად მძიმე, არ მიმაჩნია რაიმე არსებობდეს. რისთვის აკეთებენ, ამის თქმა გამიჭირდება, თუმცა, რასაკვირველია, ყველას მართებს სიფრთხილით ყოფნა. მე პირადად ნამდვილად არ ვარ დაინტერესებული, ჩემი შვილებისთვის საგანმანათლებლო სერვისების რუსეთში ძიებით, სხვა მიმართულებებია არაერთი, რომელზეც უფრო მეტი ინტერესი მექნებოდა, პირველ რიგში, ეს იქნება ქართული საგანმანათლებლო უნივერსიტეტები და სხვა საზღვარგარეთ, მაგრამ არა რუსეთში. სიფრთხილე მართებს საზოგადოებას, თუ როგორ დაგეგმოს შვილებისთვის განათლების მიწოდება, იმავდროულად, სიფრთხილეა საჭირო, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს რუსეთიდან ასეთი ინიციატივები,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლას სთავაზობს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება