პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც თემთა პალატაში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„ როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო და გაერთიანებული სამეფო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ბოლო დროს განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები კი ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს უსვამს ხაზს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი მკაფიო დასტურია.

განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება. მთავრობის მეთაურმა ჯონათან ჯანოგლის ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გამყარებისა და განმტკიცების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არსებული გამოწვევების ფონზე, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯონათან ჯანოგლის მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე, ურყევი მხარდაჭერისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ კონსერვატიული პარტიიდან გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის წევრები- ჯეფრი კლიფტონ ბრაუნი,შაილეშ ვარა, ჰეზერ უილერი, ჰერიეტ ბოლდუინი, ლორდთა პალატის წევრები - გოდფრი კრომველი, პეტა ბუსკომბე, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - მარკ კლეიტონი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში - სოფიო ქაცარავა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო