სემეკმა საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი მარეგულირებელი აქტით მოწესრიგდება პირველად წყალმოსარგებლეს - მიმწოდებელსა და მომხმარებელთა შორის საირიგაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.

„საირიგაციო წყლის მიწოდების წესებით განისაზღვრა მიმწოდებლისა და მომხმარებლების ვალდებულებები, დაწესდა ნორმები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალე და სამართლიან პრინციპებზე დაფუძნებული მომსახურების პირობები. წესების შესაბამისად, მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფა მოხდება ფაქტობრივად მიღებული მომსახურების შესაბამისად, რაც სექტორის განვითარებისთვის შექმნის შესაბამის პირობებს.

წესების დადგენასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 20 ივლისს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ერთი თვის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა ჩართულიყო წესების განხილვაში და წარედგინა მოსაზრებები. ამ მიზნით, სემეკში არაერთი შეხვედრა გაიმართა, როგორც მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე საირიგაციო სისტემის მომხმარებლებთან და სექტორის სხვა წარმომადგენლებთან“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო