გია ვოლსკი - სტიქიური უბედურება დაატყდა თავს განვითარებულ ევროპას, ჩინეთს, აშშ-ს, მაგრამ არავის უფიქრია სვავის ინსტინქტით, გააფთრებული შეტევა მიეტანა ხელისუფლებაზე პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად

აღარ მოვიყვან მაგალითებს, რა სტიქიური უბედურება დაატყდა თავს განვითარებულ ევროპას, ჩინეთს, აშშ-ს, მაგრამ არავის უფიქრია გააფთრებული შეტევა მიეტანა ხელისუფლებაზე, სვავის ინსტინქტით პოლიტიკურ ველზე დივიდენდის მისაღებად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

ვოლსკის თქმით, ცდილობენ ოჯახები დაარწმუნონ, რომ ადამიანების გადარჩენის მექანიზმი არსებობდა, რომელიც ხელისუფლებამ „განზრახ არ გამოიყენა“.

„სტიქიური უბედურება იქნება, მკვლელობა თუ ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ადამიანის ტრაგედიას, გამოყენებულია, რომ პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. მე აღარ მოვიყვან მაგალითებს, რა სტიქიური უბედურება დაატყდა თავს განვითარებულ ევროპას, გინდა ჩინეთს, გინდა აშშ-ს, მაგრამ არავის უფიქრია, რომ გააფთრებული შეტევა მიეტანა სვავის ინსტინქტით, რომ პოლიტიკურ ველზე დივიდენდი მიეღო. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და ეს ერთადერთი ფაქტი არ არის, უბრალოდ, შოვი თავისი ტრაგედიის მასშტაბით სხვა მოვლენებთან დიდი იყო, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, კონკრეტული ოჯახები დაზარალდა და ახლა ცდილობენ ოჯახები, მათი ახლობლები დაარწმუნონ, რომ არსებობდა გადარჩენის მექანიზმი, რომელიც ხელისუფლებამ განზრახ არ გამოიყენა. ეს არის სავალალო და მადლობა ღმერთს, ეს ადამიანებს კარგად ესმით,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება