ოთარ გრიგოლია - რისკების შემცირების მიზნით, პირველ რიგში, ინვესტიციების ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩადება ხდება, მეორე მხრივ კი, მუნიციპალური ინსტიტუციების გაძლიერება

თბილისის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო’’ თავმჯდომარემ გუშინ ღამით თბილისში მოსული უხვი ნალექის შედეგად შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

როგორც ოთარ გრიგოლიამ აღნიშნა, რეაგირება იყო დროული და მოხდა ყველა შესაბამისი სამსახურის მობილიზება. საკრებულოს წევრმა გამგეობებისა და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს, ასევე საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აქტიურად იყო ჩართული მოქალაქეთა დახმარების პროცესში, მადლობა გადაუხადა.

„მოვისმინეთ საუბრები იმის თაობაზე, თითქოს სანიაღვრე სისტემები არ მუშაობს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა არსებობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, პირველ რიგში, სწორედ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება ხდება. ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე ქსელი ხშირად იწმინდება, დაგროვილი ნარჩენის გამო ვერ მოხდა უხვი ნალექის გატარება“, - აღნიშნა ოთარ გრიგოლიამ.

მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის მერია ბიუჯეტის პრაქტიკულად 30%-ს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში ხარჯავს.

„პირველ რიგში, ხდება ინვესტიციების ინფრასტრუქტურასა და სანიაღვრე სისტემებში ჩადება, მეორე მხრივ კი, ვაძლიერებთ მუნიციპალურ ინსტიტუტებს, რომლებიც რისკების მაქსიმალური შემცირებისკენაა მობილიზებული. ამდენად, გამომდინარე აქედან, ჩვენ გუშინ შესაბამისი სტრუქტურების საათივით აწყობილი მუშაობა დავინახეთ“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ის ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოსდა 2015 წლის 13 ივნისის მსგავს ნალექს დედაქალაქი ვერ გაუძლებდა და აღნიშნა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ 2-ჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს ექვსი საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას.

აღნიშნულ კომენტარს თბილისის საკრებულო ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო