იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია ქალაქ ალბანის საადვოკატო ცენტრს ეწვია და ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს  შეხვდა

16 აგვისტოს, ნიუ იორკის შტატში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია ქალაქ ალბანის საადვოკატო ცენტრს ეწვია და ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს, რიჩარდ ლუისს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც აშშ-სა და საქართველოში მოქმედ მართლმსაჯულების სისტემას მოიცავდა და გადახდისუუნარო პირთა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფას შეეხებოდა.

„ხელმძღვანელებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება უფასო სამართლებრივი დახმარების ინსტიტუციების მუშაობის შესახებ.

დავით სიმონიას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მართლმსაჯულების სისტემა მისაბაძია არაერთი ქვეყნისთვის იმდენად, რამდენადაც მისი ყველა მიმართულება კარგადაა განვითარებული და მორგებულია ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტური პრინციპების განუხრელ დაცვაზე. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის მჭიდრო თანამშრომლობას აშშ-ს შესაბამის სტრუქტურებთან.

რიჩარდ ლუისმა აღნიშნა, რომ ამერიკის მართლმსაჯულებასაც აქვს გამოწვევები და ეს პირველ რიგში მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა. ამავდროულად აშშ -ს მოსახლეობა, მათ შორის, იურიდიული საზოგადოება, მთლიანად მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, ამით ისინი ისწრაფვიან საკუთარი საქმიანობის გასაუმჯობესებლადაც.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის და ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობით დაიწყება პროექტი, რომელიც ქართველი ემიგრანტების, მათ შორის, აშშ-ში არალეგალურად მყოფი მოქალაქეების სამართლებრივ დახმარებას მოიცავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო