განათლების მინისტრის განცხადებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების შერჩევის პროცესი, რომელთაც ყოველი წლის 27 ოქტომბერს დაწესებულ მასწავლებლის ეროვნულ დღეზე 10 ათასი ლარი გადაეცემათ, სპეციალური კომისიის მიერ, ხვალიდან დაიწყება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილი პედაგოგების შერჩევის პროცესი ხვალიდან დაიწყება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მსგავსად სხვა გამორჩეული პროფესიებისა, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდეს. მასწავლებელს ხაზგასმით, განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობების აღზრდაში, ასევე ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი ღვაწლმოსილი, დამსახურებული, გმირი მასწავლებლებისთვის ვიწყებთ სხვადასხვა მხარდამჭერი და დამხმარე, სოციალური, ფინანსური და პრესტიჟის ასამაღლებელი ღონისძიებების მხარდამჭერ მექანიზმებს. პირველი გახლავთ ეს. სიმბოლურად 27 ოქტომბერი შეირჩა, ეს არის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე, მასწავლებლის და პედაგოგიკის ფუძემდებლის. სიმბოლურია, რომ ამ დღეს განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სხვადასხვა ნომინაციაში ღირსეული და დამსახურებული მასწავლებლები გამოვლინდებიან, რომელთაც გადაეცემათ სპეციალური ფულადი ჯილდო 10 ათასი ლარის ოდენობით. ამ ეროვნული დღისთვის, სპეციალურად შექმნილია სამკერდე ნიშანი. სამინისტრო განსაზღვრავს შესაბამის კრიტერიუმებს, კრიტერიუმები იქნება ზოგადი ხასიათის - ყველა მასწავლებელს, ვისაც წვლილი მიუძღვის იმ წელს სწავლის პროცესში განსაკუთრებულ მიდგომაში, სხვადასხვა სწავლის მეთოდის დანერგვაში, ბავშვებთან განსაკუთრებული მიდგომების გამოვლენაში, მშობლებთან ურთიერთობაში, სასკოლო საზოგადოებასა და სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შევაგროვებთ სკოლის მასწავლებლების ისტორიებს. ფართო ინკლუზიური კომისიის შემადგენლობაში გარდა სამინისტროს წარმომადგენლებისა, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც შევლენ. ერთობლივად მოხდება საუკეთესო ისტორიებისა და მასწავლებლების გადარჩევა და, შესაბამისად, მათი დაჯილდოება. ამ პროცესს ხვალიდან დავიწყებთ”, - განაცხადა ამილახვარმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება